ცხელი შოკოლადი

რაღაც დარიჩინიანი….

მეფე

    პირველადirakli4

ბავშობაში ალბათ ყველას გინახავთ ისეთი ადამიანი რომელიც არაფერს გიშავებს და მაინც გეშინია მისი… არა? მე მინახავს.. მახსოვს პირველად ი. ჩარკვიანი ტელევიზორში რომ ვნახე დაახლოებით 5 წლის ვიქნებოდი და ისე შემეშინ” და მისი რომ სასწრაფოდ გადავრთე სხვა არხზე… იყო მომღერალი რომელიც მღეროდა რაღაცას აი ხმაურიანს გაუგებარს რაც არ მომწონდა საშინლად…

მაესტრო პირველი სატელევიზიო არხი იყო რომელმაც “რეალური შოუ”-ს ცნება შემოიტანა ქართულ სატელევიზიო უკულტურობაში  და ერთერთი ასეთი იყო  რეალითი შოუ “რეალური” მოკლედ მაესტროს გადამღები ჯგუფი ერთი თვით სტუმრობდა ცნობილ ადამიანებს და იღებდა მათ ყოფას პირველი ასეთი (არ მიყვარს მის მიმართ ამ სიტყვის გამოყენება ) ცნობილი ადამიანი იყო ი. ჩარკვიანი  სწორედ მაშინ  მომეცა საშუალება პირველად  მედევნებინა თვალი, მისთვის მახსოვს როგორ უმღეროდნენ ის და ქეთათო ერთმანეთს ყოველდღე.. ეს  ჩემს  ბავშვურ გონებაში ღრმად ჩაიბეჭდა მაგრამ რატომღაც მაინც მეშინოდა მისი…….
მეფე

როცა გავიგე რომ ირაკლიმ ფსევდონიმად  მეფეაირჩია საერთოდ  არ მივაქციე ყურადღება საერთოდ ძალიან გულგრილი ვარ ე. წ. ნიკნეიმების მიმართ და საერთოდ  ვერ მივხვდი რატომ მეფე და არა ვთქვათ უფლისწული ან  ბარონი ან მარკიზი ან რამე ასეთი და არც ჩავღრმავებივარ ამ საკითხს

ირაკლის გარდაცვალება  ძალიან მეწყინა, მაგრამ მისი თაყვანისმცემელი არ გავმხდარვარ როგორც ეს ქართველებს სჩვევიათ ხოლმე  მაგრამ…..

წლების შემდეგ

ამბობენ არსებობს რაღაცები რასაც მხოლოდ ჭკუა არ ჰკმარაო… არსებობს რაღაცები რასაც ინტელექტი და გამოცდილება სჭირდება… ირაკლის მუსიკაც სწორედ ასეთი რამაა… არსებობს მომენტები როდესაც უკან იყურები და აკავშირებ მოვლენებს.. ადამიანებს… ბგერებს.. სიტყვებს მოქმედებებს და ხვდები რომ სულ ტყუილად გეშინოდა და ბოდიშის მოხდა გინდება იმისთვის ვისიც არ გესმოდა.. პაზლი ამოხსენი მაგრამ ვიღაცამ  ნაგავში გადაგიყარა.. მერე გეამაყება რომ ასეთი ნიჭიერება არსებობდა შენთან ახლოს რომელიც გეუბნებოდა გასწავლიდა მოგიწოდებდა და შენ პატარა ბავშვს შეგეშინდა და ხმა ჩაუწყვიტე… 5 წლის ბავშვს მეტი  შეგნება ვერ ექნება ალბათ მაგრამ ვბრაზობ საკუთარ თავზე თუ შეიძლება რამეს ვუწოდო  ხელოვნება მისი სრული გაგებით  როგორც სულიერი საზრდო  როგორც შემოქმედება, ეს იყო არამხოლოდ ამ ადამიანის მუსიკა არამედ თავად ეს ადამიანი მისი არსით ის იყო იმ ტიპის ხელოვანი  რომლებსაც დრო  და სიკვდილი ვერ ჯობნის.. ალბათ ირაკლის  გულიანად გაეცინება იმაზე თუ როგორ გადაიქცა უბრალო ი. ჩარკვიანი სიკვდილის შემდეგ მეფედ მაგრამ დარწმუნებული ვარ მან ძალიან კარგად იცოდა რომ თუ გინდა საქართველომ გაღიაროს ან უნდა მოკვდე ან ქვეყნიდან მაინც წახვიდე… თუმცა ნუ ვიქნებით ასე რადიკალურები და ისიც ვთქვათ რომ იყვნენ ადამიანები რომლებმაც შეძლეს ირაკლის სიცოცხლეშივე დაფასება და ამ ადამიანების თეთრი შურით მშურს.

მეფეს მნიშვნელობას, მის ირონიას ჩვენი სნობიზმისა და განდიდების მანიის მნიშვნელობას ძალიან გვიან მივხვდი ძალიან დავაგვიანე. აი რატომ მეფე და არა უფლისწული ან ბარონი ან მარკიზი.

  ქეთათო

კიდევ ცალკე მოვლენა.. ირაკლის ნაწილი… ალბათ არ ეწყინება ასე თუ მოვიხსენიებ ეს ადამიანი ცალკე მუსიკაა რომელიც გაუძლებს  დროს… მან უკვე გადაცურა ზღვა და ის უკვე არის შემდგარი მოვლენა რომელსაც დამტკიცება აღიარება არ ესაჭიროება ისევე როგორც ირაკლის  მან დაამტკიცა რომ ბევრ რამეზე მაღლა დგას სიცოცხლის წყურვილი ბრძოლის მიზანი არის ადამიანი რომელმაც თავის თავს და სხვებს აჩვენა როგორ უნდა გაიმარჯვო  საკუთარ თავზე ისე რომ შენში ადამიანი არ მოკლა იცხოვრო იმით რაც იყო ისე რომ აწმყოს არ მოწყდე პირიქით წარსული აწმყოს ნაწილად აქციო განავითარო და ახალ ხელოვნებად აქციო  ეს ორი მუსიკალური მოვლენა არის  ერთი ხელის ორი თითი რომელსაც ერთი საწყისი აქვს მაგრამ ერთ მთლიანობად არასდროს იქცევა თუმცა ერთმანეთის გარეშე მე წარმოდგენაცკი მიჭირს 

დღეს

ძნელია ადამიანს აუხსნა გენიის მნიშვნელობა… აუხსნა რომ მუსიკის სმენა და მოსმენა სხვადასხვა ცნებაა… შენ შეგიძლია აიძულო ადამიანს რომ მოუსმინოს მუსიკას მაგრამ  ვერასდროს აიძულებ რომ ესმოდეს… ვერ აუხსნი მონას თუ როგორ იყოს თავისუფალი თუნდაც ტყვეობაში და ვერც თავისუფალ ადამიანს დააჯერებ რომ მონა შეიძლება უფო თავისუფალი იყოს ვიდრე თვითონ. შეუძლებელია ადამიანს აუხსნა რა ბედნიერებაა როცა ჩვეულებრივი მოკვდავი ხარ თუ მას არ ესმის რამხელა ტვირთია იყო მეფე.. ის ვერასოდეს გაუგებს  ადამიანს რომელმაც იტვირთა მეფობა…."თქვენი ნაცობი ი.ჩარკვიანი"

2 responses to “მეფე

  1. natagoletiani11 February 24, 2014 at 11:42 am

    ირაკლი ♥

Leave a comment